
აგერაა გიგლაია კუხნაში
დუუძახე ერთი მიდი !
ხო გიგლა ბიძია ?
მომისმინე გოგოვ შენ, ქვეყანაზე ერიდე თოხს, ერიდე ბარს და ერიდე შენ დედამთილს ჩხიკვაძის ქალს''
რამდენიმე დღის უკან გარდაიცვალა გიგლა ბაბუა. ნამდვილად გულდასაწყვეტი ამბავი იყო ჩემთვის. ჩვენ კუთხეში ყველაზე ხნიერი ადამიანი ბრძანდებოდა და ყველაზე საყვარელი. მოკლედ მან შემაყვარა ბაბუაჩემის სიკვდილის მერე ნადირობა. ბევრჯერაც გვინადირია ერთად. მამაჩემს ხშირად ეუბნებოდა ''რაც შენ შვილს მწყერი ყავს ბიძია მოკლული იმდენი შენ ერთად არ გეყოლება ნანახიო''.
ბოლოს აღდგომის მეორე დღეს ვნახე. აღდგომას საფლავზე ვერ ამოვიდა შეუძლოდ იყო.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев