
სხეული ხარბად ისუნთქავს სიკვდილს
ჩვენ გათენების ყოველთვის გვჯერა,
თუ დაღამდება - არასდროს ვიცით...
ცის ფერი მუდამ გადადის შავში,
მიწას სუნიც და ფერიც აქვს გვამთა,
და ყველა განცდას, სუნთქვას თუ ნაბიჯს
აქ იარაღი უგრძნობლად მართავს.
აქ ბოლომდე ვღრღნით სიკვდილის შიშს და
ჩვენ მხოლოდ შიშის სიკვდილი გვრჩება,
აქ მონატრება გვაცოცხლებს დღემდე,
და ქვეყნის ლანდი დაგვყვება ჯერაც.
ჩვენ გვძინავს ნაღმზე ყოველთვის ერთად,
მაგრამ სიკვდილთან ვიძინებთ მარტო,
და თუმცა, სახლში არიან სამნი,
ცოლი სუფრას კვლავ ოთხისთვის აწყობს...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1