რაღაც საოცრად დაგაფასე, ჩემად მომინდი!
მე მაპატიე, უსიტყვოდ რომ შემომიყვარდი
და რომ შენს ფიქრში, არცერთ ბოდიშს აღარ მოვიხდი!
საოცარია, სიცოცხლე და ეს სიყვარული,
ასე არასდროს მიფიქრია გულში ჩაკვრაზე,
დამახრჩობს ფიქრი უშენობის და სინანული,
შემომეპნევა სულში ფიქრად გულის დაფაზე!
რაა ცხოვრება, წამია და წუთის მეასედს,
უსიყვარულოდ ვერ ჩაივლის ეს ჩემი გული!
გოგოვ! ამ ქვეყნად მყვარებია არვინ მე ასე,
შენახარ ჩემი სიცოცხლე და კვლავ სინანული...
დარდი? არასდროს! სინანული – უფრო იმაზე,
რომ შენ კარგი ხარ და ჩემს სწორად მე ვერ აღგიქვავ,
თუმცა ძვირფასო ძალიან გთხოვ შექსპირს მიბაძე
ნუ გაგიჟდები "ოფელია" – მე ძეგლს დაგიდგამ!
ნეტავ რა გითხრა, რით აგიხსნა ეს სიყვარული,
თავი დახარე მუხლისჩოქა გეტყვი დანარჩენს,
ტანო–ტატანოს წაგიკითხავ ლიმონასავით,
მერე ეს ბედი და ცხოვრება უფალს მიანდე!
კარამაზოვებს დავეკითხოთ ჩვენ ერთგულება,
დარტანიანმა აგვილესოს იმედის ხმალი
და თუ ოდესმე ჯულიეტას იქნება ნება,
ერთად დავლიოთ ბოროტება, ბალღამი, შხამი!
და სიყვარულით ვიპაექროთ დღედაღამ ისე,
ვით ტიციანი და კორიფე პოეტი გალა,
თუ ეს ცხორება მწარეა და ხანდახან მძიმე,
ზოგი იცხოვრებს! ზოგიც კიდევ უდღეოდ წავა!
მე კი მიყვარხარ! შემიყვარდი ერთ წუთის წინად
და სამოც წამში გამოვქარგე მთელი ცხოვრება,
როგორც რომეოს ჯულიეტა უყვარდა წმინდად,
მეც უშენობა გადამექცა სულის ცხონებად...
იცი ძვირფასო, პოეტ მგოსანს დავესეხები,
შენახარ ჩემი უმზეობის ნათელი მხარე!
მიყვარხარ გულით, როგორც გალას უყვარდა მერი
და არასოდეს არ მექნება ფიქრები მდარე...
თუ კი ოდესღაც შენც გაგიჩნდეს ფიქრი მიწაზე,
მურტალოს ფიქრით, კუკარაჩა დაასამარე,
მაგრამ გახსოვდეს ინგას გულში ის შვიდი ტყვია,
არ ააცილებს! და ერთ დილით გაასამართლებს!
იმ კაცს, რომელიც წინააღმდეგ წავა გრძნობების,
ვინც კი სიყვარულს სასაცილოდ გაიხდის მუდამ,
დაელოდება ბედისწერა ფრაგმენტს მომენტის,
და მერე გაქცევს ბედნიერი წამების ქურდად...
არ დაგავიწყდეს ჩემო კარგო ის ბოშა ქალი,
კალანდაძემ, რომ წარმოსახა რაღაც საოცრად,
გალაქტიონით შემოსილი ის მუნჯი ქნარი,
მთაწმინდის მთვარე, სიყვარულით, რომ არ დაოსდა...
პატრიოტიზმი გაიხსენე მერე ძვირფასო,
ლადოს ნათქვამი "სალაღობო" მტრების ჯინაზე!
სამოთხის ფიქრებს უფლის გზამდე ყველა მიჰყავსო
და ყველას ფეხი დაუცდება ცოდვის მიჯნაზე...
იცი?! ერთ დღესაც შემაწუხებს ჩემი ძმის დარდი,
მას უსაშველოდ! მთელი გულით უყვარდა ქალი!
ახლა ჩემი ძმა განისვენებს ვით გარიბალდი,
მე კი კვლავ მიტევს დასავლეთის ძლიერი ქარი!
ერთ დღესაც წამით ჩაიქროლებს მთელი სიცოცხლე
და ნუ ეცდები ამ დარდების კონფისკაციას,
მაგ შენს სხეულში ჩემი გული ისე იცოცხლებს,
მე შემოვიცმევ სიყვარულის წმინდა მანტიას!
მთელი ცხოვრება გრძნობით სავსე სასმისებს ვსვავდი,
ხან მოკლულ პაიკს, ხანაც კიდევ ჰეგემონს ვგავდი...
ღარიბ ფიროსმანს დავესესხე სუყველა ვარდი,
რა ვქნა ძვირფასო! მთელი გულით შენ შემიყვარდი!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2