
" ცრემლის მომგვრელი ამბავი
იაპონიის მიწისძვრის შემდეგ, როდესაც მაშველებმა დაიწყეს სახლების ნანგრევებიდან ცოცხლებისა თუ გარდაცვლილების ამოყვანა, მოხდა ასეთი შემთხვევა: ერთი სახლის ნანგრევებში მათ აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქალის, სამწუხაროდ უკვე გვამი.. მაშველების ლიდერმა რამდენჯერმე შეამოწმა ქალის პულსი, თუმცა უიმედოდ, იგი უკვე გაციებული იყო...ნანგრევებმა მას ხერხემალი და თავის ქალა დაუზიანა. მაშველები ის იყო, რომ მობრუნდნენ, მაგრამ გუნდის ლიდერი ძალიან სწუხდა, იგი კვლავ დაბრუნდა ქალთან და მის ქვეშ ადგილის მოსუფთავება დაიწყო მიწისგან. მან პლედში გახვეული პატარა ბავშვი იპოვა, ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და უფრო მეტიც, მას მშვიდად ეძინა გარდაცვლილი დედის ქვეშ... მაშველებმა ბავშვი ამოიყვანეს და მის პლედში მობილური ტელეფონი იპოვეს...
ტელეფონი ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველა მისი ხელში დაჭერისას ტიროდა... საქმე იმაშია, რომ დედას სიკვდილამდე აეკრიფა სმსი თავისი პატარასთვის: "თუ გადარჩი, ყოველთვის გახსოვდეს რომ მიყვარხარ!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 22