Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
იყო ერთი კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება გაურბოდა ქორწინებას. როდესაც ის ოთხმოცდაათი წლის ასაკში სიკვდილის პირას მივიდა, ვიღაცამ ჰკითხა:
- შენ არასოდეს დაქორწინებულხარ, მაგრამ არასოდეს გითქვამს, რატომ. ახლა, როდესაც გარდაცვალების პირას ხარ, დააკმაყოფილე ჩვენი ცნობისმოყვარეობა. თუ არის რაიმე საიდუმლო, ახლა მაინც გაგვიმხილე - რადგან შენ უკვე იღუპები და ტოვებ ამ სამყაროს. მაშინაც კი, თუ შენს საიდუმლოს ფარდა აეხდება, ეს ზიანს არ მოგიტანს შენ.
მოხუცმა უპასუხა:
- დიახ, მე ვინახავ ერთ საიდუმლოს. მე არ ვიყავი ქორწინების წინააღმდეგი, მაგრამ ყოველთვის ვეძებდი სრულყოფილ ქალს. მე მთელი დრო ძიებაში გავატარე, და ასე გავიდა ჩემი ცხოვრება.
- ნუთუ ამ სამყაროში, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც ნახევარი ქალია - შენ ვერ იპოვე ერთი იდეალური ქალი?
ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე - მომაკვდავ მოხუცს, მან უპასუხა:
- არა, ერთი იდეალური ქალი მაინც ვიპოვე.
კითხვის ავტორი, სრულ გაუგებრობაში აღმოჩნდა.
- მერე რა მოხდა, რატომ არ მოიყვანეთ ცოლად?
და მოხუცმა უპასუხა:
- ის ქალი, იდეალურ მამაკაცს ეძებდა...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев