Предыдущая публикация
ასე მოხვდა ექიმი გოგი გურიის ერთ-ერთ სოფელში. მართალია, ექიმობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ქეიფის დიდი მოტრფიალე იყო და სოფელსაც მალე შეაყვარა თავი.
10 წელი მდგმურად ცხოვრების შემდეგ სოფლის საბჭომ გადაწყვიტა, სახლი აეშენებინა გოგი ექიმისთვის. მთელი სოფელი უანგაროდ მუშაობდა და მალევე ჩააბარეს ორსართულიანი, კოპწია სახლი პატრონს.
ძალიან მოეწონა გოგის ინტერიერი, მერე აივანზე გავიდა და არაო, იყვირა, აქედან სასაფლაო ჩანსო. ერთმა გურულმა უმალ უპასუხა:
- ძამა, შენი გავსებულია მაგი სასაფლაო და დანახვაც არ გინდაო?!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3