
ვუგებ უშენოდ განცდებს... ვცოცხლობ იმით
რომ შენზე ფიქრები, შენივე ნახვის იმედებს
მაძლევს. სულ რაღაც თვეებია არ
მინახიხარ და გული უკვე აქ ვეღარ
მიძლებს, შენს სურათებს ვუყურებ და...
ვნატრობ შეხვედრის წუთებს. გთხოვ არ
დაღონდე და, არ იტირო, ეს განშორებაც
კმარა, სულ მალე გნახავ, ჩემო ძვირფასო
მიყვარხარ აწ და მარად. ჩვენს მხარეში
ახლა გაზაფხულია მე კი სადაური სად ვარ...
არ გამიბრაზდე რომ, წავედი, ხომ იცი არ
მქონდა სხვა გზა. მზე რომ ამოვა, და
გაათბობს მიწას გოგო-ბიჭები გამოვლენ
გარეთ, როგორ მინდა რომ მეც შენთან
ვიყვე ხელი ჩაგკიდო, გავიქცეთ სადმე.
გახსოვს, მომავალს როგორ ვგეგმავდით? მე
რომ ჩამოვალ, ეგეც ახდება... ბედნიერები
ვიქნებით ერთად, და ეს ფიქრებიც გაქრება.
ხანდახან ისე მინდა, შენთან გამოვიქცე
ხელი მოგხვიო, და არ გაგიშვა... მერე
ვფიქრობ როგორ შეგხვდები, ვხვდები რომ
წარსული ამად ღირდა. ამ წერილს
ძვირფასო ახლა აქ ვამთავრებ... მთავარია
რომ მყავდე ჯანმრთელი, საქმეზე გვიშვებენ
სულ მალე მოგწერ ჯარისკაცი ვარ სულით
ქართველი. ყველა განშორებას ტკივილი
ახლავს, და ეს ტკივილი ოდესმე ქრება...
მალე ჩამოვალ, ცოტაც დამელოდე, და
სამუდამოდ ვიქნებით ერთად.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5