
ეხლა არის ჩემზე ნაწყენი და ძალიან მინდა რომ შემირიგდეს... თქვენი დახმარება მჭირდება, აბსოლუტურად ყველასი heart ემოცია
Ani Gurgenidze ანი, ჩემო სიყვარულო... როდესაც 2007 წლის 25 სექტემბერს დაგინახე ეგრევე გავიფიქრე რომ შენ "ის" იყავი... არასოდეს დამავიწყდება შენი 2007 წლის 21 დეკემბერს მოწერილი მესიჯი, რომელიც იყო "შარჟი" და კოშმარით მემუქრებოდი... შემდეგ იყო ახალი წელი, როდესაც მთელი თვის ნაგროვები ფულით შენი დაპატიჟება მინდოდა და არ წამოხვედი... შემდეგ იყო 14 თებერვალი საიდანაც დაიწყო... და დაიბადა 14 მარტი. უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში.... შენი პირველი სიტყვა "მიყვარხარ" და ჩვენი პირველი კოცნა მეტეხის ეკლესიის ეზოში.... არასოდეს დამავიწყდება შენი სახე... დამორცხვილი, ცხოვრებაში პირველი კოცნის ემოციით სავსე heart ემოცია
ჩვენი პირველი ზაფხული... არასოდეს დამავიწყდება შენი ცრემლები როდესაც გითხარი, რომ მე მივდიოდი ტყიბულში, შემდეგ გადაიდო წასვლა და 49 ნომერი მარშუტკების გაჩერებაზე დამინახე... მთელი აგვისტო ტყიბულიდან შენს სოფელ ხოტევამდე რაჭაში "პაპუწიზე" და ფეხით სიარული მხოლოდ იმისთვის რომ მენახე და ჩაგხუტებოდი... შემდეგ ჩვენი პირველი ჩხუბი, როდესაც 36 დღე არ მელაპარაკებოდი heart ემოცია
არასოდეს დამავიწყდება ის, რომ როდესაც არ მქონდა შენი გასაცილებელი მარშუტკის ფული და გეუბნებოდი მაღლივიდან ნახალოვკაში ფეხით წავიდეთ რომანტიკაა თქო ხვდებოდი რაშიც იყო საქმე, მაგრამ მაინც სიხარულით მოდიოდი... შენი დასაპატიჟებელი ფული რო არ მქონდა რას არ ვიგონებდით დაწყებული წყნეთში ფეხით ასვლა და დამთავრებული სასაფლაოებზე ბოდიალით grin ემოცია ეხლა კი მეცინება, მაგრამ ეს ძალიან ლამაზი იყო... რამდენჯერ გავლუმპულვართ ერთად მარშუტკის ლოდინით ქუჩაში, რამდენჯერ გაგვიყვია ერთმანეთისათვის ფენოვანი ხაჭაპური და რამდენჯერ გიყიდია ჩემთვის სამი ღერი ვინსთონი მაღლივის ბებოებთან grin ემოცია ეხლაც მაჟრჯოლებს როგორც 8 წლის წინ კინოში ან თეატრში რომ ხელს ხელზე დამადებდი... არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი ხელფასი თიბისი ბანკში 108 ლარი რომ ავიღე და მთელი სიამაყით გაჩუქე 30 ლარი მიდი და რაც გინდა იყიდე მეთქი grin ემოცია შემდეგ დადგა 2010 წლის 31 ოქტომბერი... ჩვენი ქორწილი heart ემოცია შემდეგ 19 ივლისი როდესაც ჩვენი პატარა ნინი გაჩნდა heart ემოცია
ეხლა ვზივარ ვწერ და... ყველა წამი მიყვარს heart ემოცია
ვიცი, რომ გაწყენინე, ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი, შენ მართლა ღმერთის საჩუქარი ხარ, მიყვარხარ მთელი გულით და მეყვარები ცხოვრების ბოლომდე სულ ესე გადარეულად როგორც ეხლა !!!
17 წლიდან მოყოლებული შენს ხელში ვიზრდები დღემდე და შენი დამსახურებაა ის რაც ვარ მე დღეს !!! heart ემოცია მე შენ ძალიან მიყვარხარ ჩემო ერთადერთო სიყვარულო და უშენოდ ერთ წუთსაც ვერ ვიცხოვრებ !!! შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი !!! heart ემოცია
საჯაროდ და სახალხოდ გაძლევ პირობას, არასოდეს, არასოდეს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს არ გაწყენინებ და ყოველთვის, მთელი ჩემი ცხოვრება მარტო იმას გავაკეთებ, რომ შენს ლამაზ სახეზე სულ ღიმილი იყოს და შენი თვალები სულ ანათებდეს !!!! მიყვარხარ მე შენ გოგო და მჭირდები !!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3