Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
— კარგია, რომ ეს მოხდა!
ერთდღეს მეფე და მისი მეგობარი სანადიროდ წავიდნენ. მეფის მეგობარმა თოფები დატენა და როდესაც მეფემ გაისროლა, თოფი გასკდა და მეფეს ცერა თითი მოაგლიჯა.. მეფის მეგობარმა კი ჩვეულ სტილში თქვა:
— კარგია, რომ ეს მოხდა!
გამწარებული მეფე კიდევ უფრო განარისხა მეგობრის სიტყვებმა და თავის მცველებს უბრძანა, რომ იგი ციხეში ჩაესვათ. რამდენიმე თვის შემდეგ მეფე თავისი სამეფოს ერთ უკაცრიელ კუნძულზე ნადირობდა. მოულოდნელად იგი კანიბალებმა შეიპყრეს და თავიანთ სოფელში წაიყვანეს შესაჭმელად.
მისი შეჭმის დრო, რომ მოვიდა კანიბალებმა შეამჩნიეს, რომ მეფეს ცალ ხელზე მხოლოდ ოთხი თითი ჰქონდა. კუნძულის ცრუმორწმუნე კანიბალებს ტრადიცია ჰქონდათ, რომ მხოლოდ მთელ და ჯანსაღ ადამიანებს ჭამდნენ. კანიბალებმა მეფე არ შეჭამეს და თავის გზაზე გაუშვეს. უკან დაბრუნებულმა მეფემ, თავისი მეგობარი ციხიდან გამოაშვებინა, სასახლეში მიიპატიჟა და პატიება სთხოვა.
— მაპატიე, მართალი იყავი ჩემო მეგობარო! ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი უგნურების გამო ამდენი ხანი მოგიწია ციხეში ჯდომა.
— არა, ბოდიშის მოსახდელი არაფერია - მიუგო მეფეს მეგობარმა.
ძალიან კარგია, რომ ეს მოხდა!
რადგან მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი აუცილებლად შენთან ერთად ვიქნებოდი.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1