Предыдущая публикация
იესოს ჯვარი შევისისხლხორცე,
მამული ჩემი სულის განძია,
უსამშობლოოდ რაა სიცოცხლე.
თუ ყველაფერი ნათქვამი არის,
თუ ვერ ვივარგე ვით შემოქმედი,
თუ სიტყვას თქმამდე გაუჩნდა ბზარი,
უფალი, ქვეყნად რისთვის მოვედი?!
თუ არ დავეცი კრწანისის ველზე,
გულს არ დავიფენ დროშას გათელილს,
თუ სისხლდაცლილიც არ გეტყვი ლექსებს,
რაისთვის მქვია მაშინ ქართველი?!
დარახტულ ცხენებს გააქვთ ყიჟინა,
გველის მარაბდა და ბასიანი,
ღმერთო, სამშობლო გადამირჩინე,
ცას მიწვდეს დროშა გორგასლიანი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3