ჩვენი ღმერთიც და ჩვენი მშობელიც
ღმერთო გვიხსენი,შეგვინდე ცოდვა,
და მოგვამადლე გთხოვ ერთი ლოცვა.
მაშინ დაგვატყდა უფალო რისხვა,~
როცა გაგვხვია ბოროტმა ნისლმა.
ოცდაათ ვერცხლად გავყიდეთ ქრისტე
შავით მოსილი დაიწვას ის დღე.
ქრისტე გააკრეს გოლგოთას ჯვარზე,
და გაჰკიოდა ბრბო ბოლო ხმაზე,
იესოს სახეს სწვავდა მზე ცხელი,
თუმც არ შეეეძლო განძრევა ხელის.
ეკლის გვირგვინი ამკობდა მის თავს,
წყლული ფარავდა სხეულზე მის კანს,
იარა ტანზე,ჰგავდა ცხელ ღადარს,
ვინ განიცდიდა იესო ამას?
ჯვარზე გააკრეს ადინეს სისხლი,
გათელეს იგი,ჩაარტყეს წიხლი,
დაეცა ძირს და აღმოხდა კვნესა,
ბრბოს კი მისი ხმა საამოდ ესმა.
მხოლოდ ღვთისმშობელს ეკიდა ცეცხლი,
მის ლამაზ სახეს ფარავდა ცრემლი,
მუდარით სავსე თვალები მისი
ტანჯვით ელოდა ნაშობის სიკვდილს,
ქრისტეს ერთხელაც აღმოხდა კვნესა,
ღვტისმშობლის ყურებს ,გულს,ლახვრად ესმა
დაკარგა გრძნობა,გაშეშდა ცრემლიც,
მის დახშულ ყურებს ესმოდა ხმები.
ღვთისმშობლის სიტყვას არ ჰქონდა ფასი
აღარ ახსოვდათ უფალი,მრწამსი,
ერთი კვენასც და აღმოხდა სული,
და გაუჩერდა იესოს გული.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев