მათ შორის, ყოველთვის, განსაკუთრებული კავშირი არსებობდა. მერი, დაუნის სინდრომითაა დაბადებული, მაგრამ ეს ფაქტი, მათ მეგობრობას, ხელს არასდროს უშლიდა.
"მერისთან ურთიერთობას, თანატოლები, ერიდებოდნენ და ზურგს აქცევდნენ. დაუნის სინდრომის გამო, თვლიდნენ, რომ ის, უცნაური იყო. მას, მხოლოდ ბენი ედგა გვერდში" - ამბობს მერის ძმა.
ბენი, ყოველთვის ენერგიული ბავშვი იყო. ის, მერის, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა და ცდილობდა, რომ ჩაერთო, ყველანაირ სასკოლო აქტივობაში და როდესაც მოწყენილს ხედავდა, იმ წამსვე, ფეხბურთის სათამაშოდ მიჰყავდა, რაც გოგონას, ძალიან უყვარდა. როდესაც მეგობრები, მე-4-ე კლასში იყვნენ, ბენი დაპირდა გოგონას, რომ გამოსაშვებ საღამოზე, მისი მეწყვილე იქნებოდა. თუმცა, მალე, მერი, სხვა სკოლაში გადავიდა, ბენმა კი, ფეხბურთის თამაში გააგრძელა. მოხდა სასწაული და ისინი, ხელახლა შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც მათი სკოლის გუნდები, ერთ-ერთ ჩემპიონატში იღებდნენ მონაწილეობას.
ბენს, ახსოვდა თავისი დანაპირები და გადაწყვიტა, რომ მერისთვის, სიურპრიზი მოეწყო და გოგონა, გამოსაშვებ საღამოზე წაიყვანა. მერი, ამ დღეს, ძალიან ბედნიერი იყო, ბიჭი კი, ძველებურად თვალს არ აცილებდა და ყურადღებას აქცევდა.
"ბენმა, ადამიანების რწმენა დამიბრუნა" - თქვა მერის ძმამ. ბენის დედა კი, ყვება, რომ თავის შვილებს, ყოველთვის, სხვებზე ფიქრს, სიყვარულს და ბოლომდე, იმის რწმენას ასწავლიდა, რისიც სჯეროდათ. დღეს, მას, საფუძვლიანი მიზეზი აქვს, რომ თავისი შვილით იამაყოს და ბედნიერია ამით.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев