- "იდეალური ბიჭი პირველ რიგში უნდა იყოს ღარიბი. მიუხედავად სიღარიბისა ის მზად უნდა იყოს გარკვეული საქციელებისთვის და მუდმივად უნდა ჩუქნიდეს ყვავილებს, სასურველია ყოველ ჯერზე 101 ვარდი, ასევე უნდა ყავდეს კარგი მანქანა და მაგარ "ზმანზეც" უნდა იყოს. ის უნდა იყოს ექსტრემალურად ეჭვიანი და უნდა ანგრევდეს ყველა ბიჭს, მაგრამ ამავდროულად მან არ უნდა შეიტანოს ეჭვი მასზე. თვითონ გოგო უნდა იყოს ამაყი "მათი მონახვა ხომ ძნელია, დაკარგვა ადვილია, დაბრუნება კი შეუძლებელი". გოგომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ანიშნოს ბიჭს, რომ ის მას მოსწონს იმიტომ, რომ თვითონ ბიჭი უნდა მიხვდეს ამას რაღაც ზებუნებრივი ძალით, და თუ ის ვერ მიხვდა, ესეიგი ის "ჩაკეტილია". ასევე ზოგიერთი სტატუსის გაანალიზებით ცნობილი გახდა, რომ "თუ გიყვარს - გაუშვი, თუ მართლა გიყვარდა არ გაუშვებდი, და თუ გაუშვი, ესეიგი არც არასდროს გყვარებია." - ანუ ბიჭი ყველა ვარიანტში დამნაშავეა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბიჭი უნდა იყოს იუმორის გრძნობით აღსავსე, მაგრამ ბიჭები რომლებიც ბევრს ხუმრობენ დაუნები არიან. ბიჭი უნდა იყოს სერიოზული, მიუხედავად ამისა ის მაინც ვერ აცდება "მუდოს" სტატუსს. ბიჭი უნდა იყოს პირდაპირი, მაგრამ თუ ის იტყვის რომ გოგო სექსუალურად გამოიყურება, ის სექსზე დახამებული გარეწარია. ბიჭი უნდა იყოს მებრძოლი ხასიათის, ის უნდა იბრძოდეს გოგოს გულის დასაპყრობად, მაგრამ 900-ჯერ თუ მიიღო უარი, ის ისევდაისევ რაღაც ზებუნებრივი ძალით უნდა მიხვდეს, რომ ხელი არ უნდა ჩაიქნიოს და გოგოს ის მოსწონს და თუ ხელი ჩაიქნია ესეიგი რა თქმა უნდა ისევდისევ არც არასდროს ყვარებია."


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев