
...
მთის ფერდობზე სამნი დგანან - ქალი, კაცი და სიყვარული. სამნი დგანან,
მაგრამ ზედმეტი არც ერთია. "მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვააო", სიყვარულში -
მით უმეტეს. ქალი და სიყვარულიც ცოდვაა. მარტო ქალი და მარტო კაცი ხომ
მთლად საცოდაობაა თუკი სიყვარული არ არის! მთის ფერდობზე სამნი დგანან,
მაგრამ ზედმეტი არც ერთია... შემთხვევით ფერდობზე ვიღაცამ თოფი გაისროილა
და შიგ გულში მოახვედრა სიყვარულს. კაცმა მაშინვე ხელი ჩაიქნია - "ეჰ, რას
ვიზამ, იყო და მოკვდაო". ქალმა: "რას ამბობ არ მომკვდარა, მხოლოდ დაიჭრა
ოდნავო..." ...მთის ფერდობზე ორნი დგანან - ქალი და სიყვარული! ქალი? ქალი
როდის იყო განშორების ტკივილს უძლებდა - სული განუტევა. კაცი? კაცს მაინც
კაცის გული აქვს - სხვა ქალს დაუწყო დევნა! მოდი და ნუ დაიჯერებ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев