„გინდათ დამაჯეროთ, რომ ჯანმრთელია“? - კითხულობს უცხოეთში მცხოვრები სულა სულაშვილი და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას შემდეგი პოსტით ეხმაურება.
სულა სულაშვილი: ბარემ გეთქვა: სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო!
კაცი, რომელიც ჭირშიც კი სარგებელს პოულობს და ამის შესახებ ურცხვ, მოურიდებელ განცხადებას აკეთებს, გინდათ დამაჯეროთ, რომ ჯანმრთელია?
ეს ხომ თითქმის იგივეა: სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო?
ღმერთმანი, მართლა არ მინდა ამ გლოვის ჟამს, თუნდაც ყველაზე უკანასკნელ თანამემაულეზეც კი ერთი აუგი სიტყვა წამომცდეს, მაგრამ ამ მარაზმულ "მჭერმეტყველებას" როცა ჭირისუფლები გაიგებენ, არ იფიქრებენ: ამ დაქცეულ ქვეყანაში, ნუთუ პასუხის გამცემი კაცი არ მოიძებნაო?
რომელი ჭირია მარგებელი ბიძინა? ის ჭირი, რომელმაც დედ-მამას ორი ანგელოზივით შვილი წაართვა?! ის ჭირი, რომელმაც ქმარს 5 თვის ორსული ცოლი ხელიდან გამოსტაცა? ის ჭირი, რომელმაც შენი შვილების თანატოლები ტალახში ამოგანგალა და ის ჭირი, რომელმაც შენს ქვეყანას შავი ჩადრი ჩამოაფრა?!
თქვენ გინდათ ისეთი ზოოპარკის აშენება, სდაც მხეცებიც კი ადამიანებად იგრძნობენ თავს?! როგორ?! რანაირად, როცა თავად ადამიანს აღარ შეგრჩათ ადამიანის სახე?!
"ზოგი ჭირი მარგებელია" ??? ჰოდა გაუკთეთ ღობეს ჩხირი! შორს წასვლა არ დაგჭირდებათ, ეგ ღობე სულ რაღაც 40 კილომეტრშია!"


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев