არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა – უფრო კეთილისმოქმედი და ცრემლები – უფრო მისავალი უფალთან, ვიდრე – დედისა. დედის გული უანგარო სიყვარულის ულევი წყაროა..
“უგუნური შვილი დედის სევდაა” – ამბობს სოლომონ ბრძენი. რა ბევრია ამით ნათქვამი! შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანი გაიზარდოს. ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს..“
“დედის ცრემლები”


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев