
საერთოდ არაფრის თქმა არ მინდოდა ამ ტრაგედიაზე...ან რა უნდა მეთქვა ღმერთო...რომ არა გუშინდელი შემთხვევა საერთოდ ხმასაც არ ამოვიღებდი იმაზე,რასაც არც სიტყვები არც სტატუსები და არც არანაირი თანადგომა არ უშველის.გუშინ როგორც წესი, ბაბუსთან მივედი,საჭმელი მივუტანე და ვესაუბრე.ბოლო დროს თავის ტკივილებს უჩივის:( წამალს გიყიდი მითხარი რას სვამთქო...ახმაურდა...ხელები ააფათურადა ჯიბეები მოისინჯა...რას ამბობ ბაბუ,ჩემი წამალი რა მოსატანიაო ახლა.დახეული შარვლის ჯიბიდან ძლივს ამოიღო გადანახული კაპიკები და ჰაერში გამომიწოდა,აიღე და იმ ადამიანების სახელზე სანთელი დაანთე ტაძარშიო...ხო იცი ვისზეცგეუბნებიო...მერე ზეცას ახედა,ღმერთო ჩემნაირებს ტოვებ და ბაშვები მიგყავსო,რანაირი სამართალი გაქვს შე დალოცვილოო...ლიბიდო გადაკრულ თვალებზე ცრემლები ქონდა...ვერ გავბედე უარი მეთქვა...დღის ბოლომდე აუცილებლად შევუსრულებ სურვილს...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2