Предыдущая публикация
გთხოვ ნუ იტირებ, გევედრები, ცრემლი არ გინდა,
ახლა კარგად ვარ, ჩემს ბილიკზე ისევ თენდება,
უფლის ნათელში, დამიჯერე, სული დამშვიდდა,
მამი ილოცე, თუ გიყვარვარ, ჩემი სულისთვის,
უფლის კალთასთან, ჩემს ოცნებას ცრემლი დასცვივდა,
თუ ვეღარ მხედავ, ეს არ ნიშნავს, რომ შენთან არ ვარ,
სულის სამოსი შევიცვალე, როცა გაწვიმდა,
უფალი გზაზე შემეგება და ჩამიხუტა,
მერე კი, შენი შემხედვარე, ჩუმად ატირდა,
მამი გთხოვ, ჩემთვის, არ შემოკრა გლოვის ზარები,
მე უხილავად შენს გვერდით ვარ, დარდი არ გინდა,
დე ნუ დამტირი, არ მოვმკვდარვარ, მე ხომ უბრალოდ,
ფერი ვიცვალე, უფლის მადლით, ცა რომ გაბრწყინდა...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 46
ღამე ესვენა დილით მზის ნარებს,
აუხდენია სიკვდილს წადილი
და ტკივილებით მღვრიე მდინარეს,
მოჰქონდა ქალის თეთრი მანდილი.
ზოგჯერ დუმილი სიმშვიდეს არღვევს,
ვერ_სათქმელ სიტყვას ხვდები მზერიდან,
თეთრი მანდილი მოჰქონდა ტალღებს,
შეხსნილი, ქალის თეთრი ყელიდან.
რადგან სულია ხორცის კანდელი,
სხეული შობს და შედგება მუხლზე
და ემბრიონი როგორც სანთელი,
მღვრიე მდინარეს სწმინდავდა მწუხრზე.
ვინ ნახავს მთვარეს ბაგით მცინარეს,
ყველაფრის მხილველს მზერა აქვს მწყრალის,
ტკივილით სავსე მღვრიე მდინარეს,
კაბა მოჰქონდა ორსული ქალის.
/ნანა მეფარიშვილი/
Gegenava Gocha
მერე უკვე ბევრჯერ გათენდა და დაღამდა, ზუსტად ისე, იგივე მიმდევრობით, თუმცა, მას მერე, არც გათენება გავს გათენებას და არც დაღამება - დაღამებას.
...Ещёმას მერე, აგერ უკვე მერამდენე დღეა, წვეთები ცის ნაცვლად თვალებიდან ცვივიან, . . .
არაფერს აშავებენ, მაგრამ . . .
მაგრამ წვეთები ამ ქალაქისთვის უკვე სიკვდილთან ასოცირდება, ცივ, შავ, სასტიკ, დაუნდობელ, ულმობელ და ხარბ სიკვდილთან, რომელმაც სახელდახელოდ ამოარჩია მსხვერპლი. არავინ და არაფერი გაითვალისწინა. ჩააქრო და დაახრჩო ბევრი ლამაზი სუნთქვა, ღიმილი, ნიჭი, იმედი, მოლოდინი, სიყვარული . . .
დიდი შავი სუდარა გადააფარა ისედაც მუქ ქალაქს და სასიკვდილოდ დაჭრა გულში ის!
ერთ დროს ლამაზი, სტუმართმოყვარე და "მზის და ვარდების მხარე", "სამგლე" ქალაქად გადააქცია (თურმე არც კი გვცოდნია აქამდე ამ სიტყვის მნიშვნელობა და ისე ვიყენებდით), . . .
- ახია თქვეზეო, - ესეც კი ითქვა!
ღმერთს რკინის სიყვარულში დასდეს ბრალი,
კაცთ - მდინარის "გადაკეთებაში" . . .
გაგიკვირდებათ და ე
Gegenava Gocha
მერე უკვე ბევრჯერ გათენდა და დაღამდა, ზუსტად ისე, იგივე მიმდევრობით, თუმცა, მას მერე, არც გათენება გავს გათენებას და არც დაღამება - დაღამებას.
მას მერე, აგერ უკვე მერამდენე დღეა, წვეთები ცის ნაცვლად თვალებიდან ცვივიან, . . .
არაფერს აშავებენ, მაგრამ . . .
მაგრამ წვეთები ამ ქალაქისთვის უკვე სიკვდილთან ასოცირდება, ცივ, შავ, სასტიკ, დაუნდობელ, ულმობელ და ხარბ სიკვდილთან, რომელმაც სახელდახელოდ ამოარჩია მსხვერპლი. არავინ და არაფერი გაითვალისწინა. ჩააქრო და დაახრჩო ბევრი ლამაზი სუნთქვა, ღიმილი, ნიჭი, იმედი, მოლოდინი, სიყვარული . . .
დიდი შავი სუდარა გადააფარა ისედაც მუქ ქალაქს და სასიკვდილოდ დაჭრა გულში ის!
ერთ დროს ლამაზი, სტუმართმოყვარე და "მზის და ვარდების მხარე", "სამგლე" ქალაქად გადააქცია (თურმე არც კი გვცოდნია აქამდე ამ სიტყვის მნიშვნელობა და ისე ვიყენებდით), . . .
- ახია თქვეზეო, - ესეც კი ითქვა!
ღმერთს რკინის სიყვარულში დასდეს ბრალი,
კაცთ - მდინარის "გადაკეთებაში" . . .
გაგიკვირდებათ და ეშმაკი "გამოძვრა", ამჯერად არავის გახსენებია ის!
. . .ხოდა, ახლაც ღამდება, . . .
ღამდება შიშით, რომ ეს კოშმარი არასოდეს დასრულდება.
სიცოცხლე სიკვდილმა ჩაანაცვლა, სინათლე - სიბნელემ, მადლი - წყევლამ, სახლი - კუბომ . . .
ადამიანები შვილებს, მშობლებს, ახლობლებს მიწაში ეძებენ, მიწასვე რომ მიაბარონ . . .
სხვა არსებები, რომლებმაც აიწყვიტეს და აიშვეს, გზას ეძებენ მარადიული თავისუფლებისკენ . . . .
ისევ დაღამდა, ისევ წვიმს, ისევ ისეა ყველაფერი, როგორც აქამდე იყო . . .
იმ განსხვავებით, რომ არავის არაფერი უხარია!
წვიმა და ჭაღარა თბილისი სამისდღემშიოდ წაეკიდნენ ერთმანეთს. . .
კაცნი ისევ ბჭობენ . . .
ღმერთი კი ჯერაც დუმს . . . ან ისევ იცინის!