13 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული გოგონას, ინდირა ზარანდიას, შეყვარებული ,ირაკლი ჟორჟოლიანი, ფეისბუქის პირად გვერდზე სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს, როგორც ცნობილი გახდა შეყვარებულები მომხდარიდან ნახევარი საათით ადრე დაემშვიდობნენ ერთმანეთს, შემდეგ კი მოვლენები ფატალურად განვითარდა.
უცვლელად გთავაზობთ ირაკლი ჟორჟოლიანის პოსტს:
“ყველამ ვინც მე მიცნობს იცის, რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა ალბათ იმიტომ, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან. ინდირა იყო ზე ადამიანი… ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე, ყოველდღე ცდილობდა ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა. საოცარი ცხოვრების ნიჭით იყო დაჯილდოებული. პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება- მოკლედ ყველა ის გრძნობა, რაც ადამიანს ადამიანად ხდის და ეს ყველაფერი 14 ივნისის საბედისწერო ღვარცოფმა გაატანა წყალს ჩემს ინდირასთან
დ… ამ დღის მერე მეც გვამი ვარ, უფრო სწორად მოსიარულე გვამი… მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში, რადგან შეუძლებელია ადამიანმა თავის სულის ნაწილს ვერ მიაგნოს… შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი, მართალია ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაღაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე, თუმცა წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს. მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა!…
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ინდირა ზარანდია, დასთან ლიზა ზარანდიასთან ერთად 13 ივნისის ღამეს ტაქსით ნუცუბიძის მიმართულებით მიემგზავრებოდა, მათთან კავშირი ღამის 10 საათზე შეწყდა. 14 ივნისს ინდირა ზარანდიას ცხედარს მზიურში მიაგნეს, ლიზა ზარანდია კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 265