ეს ბუმბულივით ნაზი მუსიკა
კვლავ მელოდიით მოიტანს დარდებს,
ჩვენ ჩავეშვებით ცეკვით მღვიმეში
და მზის სხივებიც, გვაჩუქებს ლანდებს...
დაიჭირე წამი გეტყვი,მისი მალათ
მენატრები ძლიერ, გრძნობას ვანდობ კალამს,
ბედნიერი იყავ და თქვი მასი მიორქ
სიყვარულო ჩემო, უკვდავების ღვინო.
მოგონებებიც ამივსებს ფიქრებს
და გავიხსენებთ ბავშვობის ფერებს,
ღიმილისფერი ოცნებით ისევ
დაგელოდები ასი წლის მერეც...
გავარღვევთ საზღვრებს, ჩუმი ნიავი
ისევ აკოცებს დანამულ კაბას,
მე სასოებით გაჩუქებ სითბოს
შენ კი სიგიჟით, ჩამოგლეჯ ფარდას...
ნაწვიმარ ველზე ზეციურ ფიქრით
კვლავ გამოვსახავ, ოცნებას ლამაზს,
მე გაგაღმერთებ ჩაგაქსოვ რითმში
შენ კი ვარდების, შემიკრავ კალამს..
ტრაგედიად არ იქცევა,გამარჯვება გრძნობის
და ტყვეობას ავაცილებთ, ჩვენს გულებსაც ნდობით,
ვერ ავიტან შურიანებს, ბოღმიანს და ბოროტს
ფიქრს დავხატავთ და პოეტი დამიძახეთ ბოლოს..
ნაწვიმარ ველზე ზეციურ ფიქრით
კვლავ გამოვსახავ, ოცნებას ლამაზს,
მე გაგაღმერთებ ჩაგაქსოვ რითმში
შენ კი ვარდების, შემიკრავ კალამს..
ავტორი:თეონა დეკანაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев