Предыдущая публикация
ჩემს გულში, გეყოფა ადგილი,
სხვის გულთა სიცივით, ვიბნევი,
შეჩვევა, არ არის ადვილი.
ცხოვრება უცნაურ შემთხვევით,
გადაწნავს, სხვადასხვა ბილიკებს,
რატომღაც, თავიდან ვერ ვხვდებით,
რომ ღმერთი, მეგობრებს გვირიგებს.
გამოწვდილ ხელს გართმევ, გავთბები,
შენს დარდთან, მეც დარდით ვიმუხლებ,
საითაც მიდიხარ, გაგყვები,
მერეც, არასოდეს გიმუხთლებ.
ჩვენი ბილიკები ერთდება,
იზრდება, იქცევა შარაგზად,
მაცოცხლებს მეგობრის ფერება,
მეგობარს არ სტკენენ ანაზდად.
ხელს გიწვდი მეგობრად, მჭირდები,
ჩემს გულში, გეყოფა ადგილი,
სხვის გულთა სიცივით, ვიბნევი,
შეჩვევა, არ არის ადვილი...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев