Предыдущая публикация
ზეცის ბილიკები ერთად მოვიაროთ,
ტყე ტყე მოვირბინოთ ჩემი ზღაპარი და
წვიმის ფარდის უკან ჩუმად დავიმალოთ,
იცი ვარსკვლავები ცაზე არ გავშალე,
მინდა ზღაპრულ ზეცას, შენ რომ მიახატო,
მერე სიყვარულით გულში ჩაგეკვრები,
ხელი არ გამიშვა, რომ არ დამეკარგო,
ჩემო სიხარულო, როგორ მენატრები,
იცი ამ ზღაპარში უკვე აღარ ვდარდობ,
რადგან ჩემთანა ხარ, აღარ მემალები,
აქ მე შენთან ერთად მინდა გავიხარო,
იცი, ჩემს ზღაპარში სახლი ავაშენე,
სახლის ბუხარში კი მარტოობას ვათბობ,
ხელი არ გამიშვა, მხოლოდ ჩამეხუტე,
შენთან ყოფნისათვის სიცოცხლესაც დავთმობ..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев