მე კი სულელივით განვიცდი,
შენგან არაფერი მეწყინება
შენ ხომ სიყვარული არ იცი....
გართობს ჩემ ცოდვების გამოკითხვა
რაღაც ჯალათური ხალისით,
მერე რა, თუ მტკივა ყველა სიტყვა
შენ ხომ კოცნის ფასი არ იცი.
წუხელ შენზე ფიქრში დამათენდა
თავქვეშ ცრემლის მედო ბალიში,
იქნებ მოვენატრო? გამახსენდა-
შენ ხომ მონატრებაც არ იცი.
მაინც არ მასვენებს დარდი, სევდა,
გაქრა ოცნებებიც, ხალისიც,
ამ გულს რა ვუთხარი რომ უყვარხარ,
რატომ? ეგ თვითონაც არ ვიცი.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4