Предыдущая публикация
თხოვნით მინდა მოგმართოთ,
დედიკო და მამიკო,
ვერ ვიძინებ მარტო და
ხშირად ვტირი მაგიტომ,
რა იქნება თქვენ გვერდით
მეც ადგილი დამითმოთ.
ჯერ პატარა გოგო ვარ,
მაგრამ უკვე ტრიპაჩი,
ხომ გიყვარდით მაშინაც,
მუცელში რომ ვიყავი?
დავიბადე თუ არა
მეც იმ წამსვე გიცანით.
ახლა თავზე მევლებით,
ვატყობ ძილი დაგიფრთხეთ,
არ დაიწყოთ წუწუნი,
ჩვენს სიყვარულს გაფიცებთ,
გავიზრდები და მერე
ყველა სურვილს აგიხდენთ.
თუმცა ერთი ციდა ვარ,
უკვე კაბაც მაცვია.
ხომ ასეთი გინდოდით,
კეკლუცი და პრანჭია?
-მომეფერეთ,გამათბეთ...
თქვენი ანასტასია!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5