
ქართველ ვაჟკაცს სისხლის ფასად სამშობლოსთვის უბრძოლია, სიკვდილის წინ სველ მიწაზე შვილებისთვის ულოცია... ჯარისკაცის სველ ფიქრებში წარსულს მწარედ უთოვია, ომში წასულს გამწარებულს, უკან გზა ვერ უპოვნია... შვილის სახის ნახვა მშობელს ნატვრად გაუხდია, და ღვთის სახლში მის სახელზე კელაპტარი აუნთია... გმირ ბიჭების მოსაგონრად საფლავიც ვერ აუგიათ, გაყინულან სხეულები სველ მიწაზე დაუწვიათ... მათთვის ვისაც მტრის ნასროლმა ტყვიამ მკერდი გაურღვია, სამშობლოსთვის დაღუპულებს , ღმერთს ცის კარი გაუღია... თუმცა ბედკრულ საქართველოს ბრძოლა მაინც წაუგია, გმირ ქართველთა გვარები კი დროსაც ვეღარ წაუშლია...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев