
როგორ მიყვარხარ უშენოდ ქვეყნად წამიც არ მინდა, ზეცაც,უშენოდ არა არ მინდა, ალბათ წარსულსაც ,ფიქრში გავკვეთავ. თითქოს ჩაკეტეს ყველა დარაბა ,სხივი სიცოცხლის არა აღარ სჩანს, თითქოს ბავშვობა წარსულს ჩაბარდა და სინანული გულს დამიხუთავს. დედა , ძვირფასო!როგორ მიყვარხარ, შენი თვალები მუდამ დამყვება გრძნობები ფიქრებს სულში იძვრენენ და წარსულივით ღრუბელს მიყვება ფრთხილად ,სათუთად წლები გალიე, არ გვაკარებდი ჟამის სიავეს, დედა შვილობა ღმერთს შეავედრე და მყარად დგომა ფეხზედ გვასწავლე. დედა ლამაზო სულის მშვენებავ , ოჰ , როგორ მინდა ბავშვად გარდაქმნა შენთან უბეში მოკალათება ,და ტკბილი ძილი ნანას სიმებთან ,არა არ მინდა უშენოდ დედა. ეს სამოთხე და ეს ხიხარული, მე მხოლოდ შენი სითბო მახარებს რადგან მეც გავხდი შვილის მშობელი..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев