ძნელი არის როცა,დარდი ჩნდება გულში და გგონია თითქოს,გაწვიმდება სულშიც,ძნელი არის როცა,ვერ ერევი ფიქრებს და ცდილობ დამალო და ტკივილს არ იმჩნევ...
ძნელი არის როცა,ცრემლებს ჩუმად მალავ,რომ შენი ტკივილი არ გაიგოს სხვამაც,ძნელი არის როცა ვერ ერევი გრძნობას და გგონია ყველაფერი,ემსგავსება ბოდვას...
ძნელი არის როცა,ფიქრი თავგზას გიბნევს და ვერ გაქცევიხარ,სევდა ისევ გიტევს,ძნელი არის როცა,ფიქრობ სხვა ვერ გიგებს და დარდის ატანა,ისევ მარტოს გიწევს...
ძნელი არის როცა,მოგონებებს ებრძვი და შენს გრძნობებს,განცდებს ჩუმად ახშობ ცრემლში,ძნელი არის როცა,ვერ გადმოსცემ სათქმელს და შენს ტკივილს ისევ,ანდობ მხოლოდ ღამეს...
ძნელი არის როცა,მონატრება გიპყრობს და გაყინულ ხელებს გრძნობ,რომ სხვა ვერ გითბობს,ძნელი არის როცა,ტკივილია შენში,მაგრამ მაინც იბრძვი და ტკივილი ვერ გცვლის...
ძნელი არის როცა,გრძნობებს აქცევ ცრემლად და გადმოსცემ იმას,რაც გინდოდა გეთქვა,ძნელი არის როცა გრძნობ,რომ ისევ გტკივა და შენი ცრემლები ემსგავსება წვიმას...
ძნელი არის როცა,ტკივილი თან დაგსდევს და კვლავ ცრემლში მალავ გრძნობებსა და განცდებს,ძნელი არის როცა,ცრემლი ნამავს თვალებს და გრძნობ,რომ ტკივილი გულამდეც კი აღწევს...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1