რომ დილა ხვალისა მშვიდობით გაგვითენო,
მიწა დამილოცე ტკივილთან წილნაყარი,
ღმერთო, შენ მიცხონე წმინდანი წინაპარი.
გოდება დაღლილი დედები დაგვიწყნარე,
შვილები ბედნიერი ყოფნით გაგვიხარე.
ღმერთო, გვაკმარე ტკივილ_განსაცდელი,
ცოდვა_მორეულებს დაგვცდა დასაცდენი.
ლოცვად ანთებულა ბერთა კელიები,
ღმერთო, გაგვიღვივე სახლის კერიები.
ხედავ, უფსკრულზეა ერი დაკიდული,
ჭერი ჩამოშლილი, მიწა გაყიდული…
კაცნი მოგვივლინე, კაცნი ღირსეულნი,
არა ოქროზე და ვერცხლზე მისეულნი.
ირგვლივ უჩინოთა მწარე ღალატია,
ღმერთო, გევედრები ყველას გვაპატიე.
თავი გვაპოვნინე, თავი დაკარგული,
ენა აღგვიდგინე ქვაში ჩაქარგული,
მიზნად დაგვისახე რწმენა და სიმართლე,
ღმერთო, საქართველო წელში გაგვიმართე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3