Предыдущая публикация
მინდა, შენს გულამდე, გზა რომ გავიარო,
მერე ჩაგეხუტო, ისევ, ჩემებურად,
ძველი ტკივილები, კვლავაც, დაგიამო,
ჩემი ოცნებებით შენში ვიკარგები
და ამ სიყვარულში, მინდა ვაღიარო,
ვნებადანათლული იწვის მდუმარება,
როცა ჩვენი სუნთქვა ხდება საზიარო,
სხეულს მოსდებია მთვარის ათინათი,
უნდა, შენით სავსე, გულში გაიაროს,
როცა ვარსკვლავები ზეცას მოსწყდებიან,
მინდა სიყვარული, ჩვენით, დაიღალოს,
იცი?
ბედნიერი ცრემლი მოვაგროვე,
წამის უკვდავებას მინდა გაზიარო,
მერე, სამუდამოდ, გულში ჩაკრულებმა,
ეს გზა, სიკვდილამდე, ერთად გავიაროთ..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев