
იმ ერის შვილი ვარ,ბრძოლებით დაღლილი
მარჯვენით სიწმინდის დროშას რომ ატარებს,
იმ ერის შვილი ვარ,მკერდს ტყვიადახლილი
სხვისა ჩრდილს მაინც რომ ვერ ამოაფარეს!..
იმ ერის შვილი ვარ,ცეკვით და სიმღერით
ცეცხლს რომ შემოგინთებს,სისხლს აგიხმიანებს,
ის ჯიში მომდგამს და ვამაყობ იმ გენით,
ძარღვებში მტრის რისხვად რომ ჩქეფს და ტრიალებს!..
ყმუიან ლეკვები ალგეთში დაზრდილნი,
მცველებად უდგანან ციხეს და გალავანს,
აქ ისევ დადიან ქალები მანდილით,
კაცები იხდენენ ჩოხას და ტალავარს.
იმ ხალხის შვილი ვარ,გრიგალს აყოლილი
ველური ცხენები ქარში რომ გახედნეს,
გენი დავითისა სდევთ თანდაყოლილი,
სიკვდილსაც ღიმილით თვალებში ჩახედეს.
არ გადამიშენდეთ!..არ გადამიჯიშდეთ!..
დარაჯად ედექით იმერს და ამიერს,
დე,სამშობლოს ვალი სიცოცხლეს გიშლიდეთ,
რიხი არ მოაკლდეს თქვენს "მრავალჟამიერს"!..
იმ ერის შვილი ვარ,იმ მიწის გაზრდილი,
სადაც ქარიშხლები დაჯაბნეს ქარებმა.
ღმერთო,დაულოცე ქართველ ქალს მანდილი,
კაცს არ მოუშალო კაცობის ტარება!..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев