ჰაერი ხარ სუფთა
მზის ამოსვლა ხარ ჩემი უშენოდ
აღარ მინდა სუნთქვა,
დილის ნიავი ხარ გრილი ტანში
რომ გამივლის თბილად,
ბინდის ნათება ხარ ჩემი მზე
რომ გაანათებს სხივებს,
ზამთარს დეკემბერის თვეში
თოვლი რომ დაგვტოვებს ცივად,
ჩემი ცხოვრების ხარ გოგო, ჩემი
ყოველ დღიურ-დღისა
მე შენ ჩაგიხუტებ გულში, გეტყვი
რაც ყოველთვის მითქვამს
ჩემი ტკივილი ხარ ხანაც, ჩემი
სიყვარულის ნატვრა,
უშენოდ არ მინდა არა, სულ რომ
ჩამოინგრეს ზეცა,
მინდა სულ რომ ვიყოთ ერთად,
ჩვენი შვილის გახდე დედა
გითხრა აღარ მომდის აზრი
თუმცა ბევრის თქმა კი მინდა
ჩემი ფიქრების ხარ ნოტი, რაც
ჯერ არასოდეს მითქვამს
ღამით,ქუჩის ბოლოს მინდორს
ცივად დაედება ნამი,
ყველამ რომ, დამტოვოს მარტო
კვლავ გეტყვი მიყვარხარ


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев