Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
როცა უშენობა დარდად ამედევნა, ფრთხილად შემაჩვია ნაღველს უსაშველოს, იცი?,რა მწარეა, როცა მონატრებას, ვეღარ გაგიგია,როგორ უსაშველო. აღარ დაიღალა დროის ქვაფენილზე, მძივად გაბნეული სევდის ნამსხვრევები, მჭირხარ უსაშველო რწმენის აპათიად, სულზე დამაფარე გრძნობის ნაფლეთები. მთვარეც დაიქანცა ლოდინს დაჩვეული, მე...შენ...უშენობა ვეღარ ამაცილე, აღარ მოიხედო, უკვე გვიანია, ჩემი "სამყაროდან" ცრემლით... გაგაცილე.:

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев