
არა ნამდვილი!
ვითომ ბავშვები ვართ?
თუ მოზარდები?....
და თუ ორივე ერთად ვართ, ერთხელაც იქნება და ყველა გავიზრდებით, ყველანი დავსაზრიანდებით... ერთხელაც ყველას მოგვბეზრდება საიტებზე სირბილი და აუცილებლად დაგვავიწყდება ჩვენთვის ერთ დროს საყვარელი გასართობი ყუთი...
დამიჯერეთ რომ ერთხელ ეს ასე მოხდება...
მოვალთ გონზე და ყველაფერი თავის სახეს მიიღებს. ჩვენი აზრი და გონება ისევ დაუბრუნდება ჩვენთვის საყვარელ ოჯახებს, შვილებს, მეუღლეს, დედას, მამას, მათზე ზრუნვას და ა. შ. ასე და ამგვარად მივხვდებით რომ საიტებზე სირბილით დრო ტყუილად დავკარგეთ. და ვეცდებით მაქსიმალურად ავინაზღაუროთ ის დაკარგული წუთები ჩვენი საყვარელი ხალხის გვერდით.
მაგრამ ერთხელაც...
აუცილებლად იპოვი ფურცელს სადაც ჩაწერილი გქონდა ნიკი და პაროლი და... ცნობისმოყვარეობის გამო მაინც ჩართავ კომპიუტერს და შეხვალ იქ, სადაც ერთ დროს სიხარულით კონტაქტობდი...
გადაათვალიერებ მესიჯებს და დაინახავ ადამიანს ვინც ერთ დროს გეძვირფასებოდა, ვის გამოც ღამეებს ათენებდი, ვისთან ერთადაც უსმენდი მუსიკებს და ვისგანაც იღებდი საოცრად თბილ, სიყვარულით სავსე ენერგიას... ერთ დროს გეგონა რომ შენ ის გიყვარდა... და თვალწინ დაგიდგება ის გათენებული ღამეები, ის გრძნობა, ის დარწმუნება, რომ მის გარეშე არ შეგეძლო სიცოცხლე...
გულში მაინც გაიელვებს რაღაც...
ერთ დროს ის ყველაზე ძვირფასი იყო შენთვის...
მოგინდება მასთან საუბარი, მაგრამ...
ალბათ დღეს მასაც დიდი ხანია მივიწყებული აქვს საიტი... ან სულაც წაშლილი...
უცებ თვალს მოკრავ შენს ბოლო სტატუსს და სადღაც სიცარიელეში აღმოჩნდები... ისეთი შეგრძნება გაგიჩნდება თითქოს რაღაც კითხვაზე პასუხი დაგრჩა გასაცემი....
შემდეგ გადახვალ სტუმრების სიაში და... იქაც სიცარიელეა... მეგობრები რომლებიც ხშირად გსტუმრობდნენ, არ აღმოჩნდნენ სტუმართა სიაში... ალბათ ისინიც "გაიზარდნენ" და მათი საიტიც ისევე მიეცა დავიწყებას როგორც შენი... გაგახსენდება ყველა სათითაოდ, ვისთანაც ახლო ურთიერთობა გქონდა და წარმოიდგენ მათ ბედნიერ სახეებს... გაგიხარდება და მიხვდები რომ შენც ბედნიერი ხარ.
მაგრამ მაინც რაღაც გაკლია და იწყენ...
გახსენდება რა კარგი მეგობრობა გქონდათ... გეგონა სამუდამოდ ასე იქნებოდით... მაგრამ თურმე არაო... ასეა, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, ისევე როგორც ყველაფერს თავისი დასაწყისი. ალბათ ყველამ მონახა ახალი საწყისი და ახალი ცხოვრება...
აუცილებლად მოდის დრო გაზრდის, გამოფხიზლების... ვცვლით ცხოვრების წესებს, პრინციპებს და აღმოვაჩენთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, ვის გამოც ღირს ამ ყველაფრის შეცვლა. ეს ასეა ყოველთვის!
შემდეგ ხვდები, რომ რაღაც უნდა გადაწყვიტო... და მართლაც იღებ საბოლოო გადაწყვეტილებას... კიდევ ერთხელ გადაათვალიერებ შენს გვერდს და ხვდები რომ დროა წაშალო აკაუნტი, რომელიც მიტოვებულ სასაფლაოს უფრო დაემსგავსა...
აი მოძებნი წასაშლელ სიტყვას და... კლიკ..."გვერდის წაშლა"!
მორჩა, შენ უკვე ონლაინის გარეთ ხარ. შენი ვირტუალური ცხოვრება ისევე გაქრა, როგორც არც არასოდეს არსებობდა ცხადად.
ბოლოს მარტოობის შეგრძნება დაგივლის და შეშინებული გამორთავ კომპიუტერს... გგონია ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ...
მოტრიალდები და შენს უკან დაინახავ შენს ნამვდილ სახეს, შენს ნამდვილ ცხოვრებას...
დაინახავ შენთვის საყვარელ ადამიანებს... და უცებ აფორიაქებული და შეშინებული მიიხუტებ ყველას... მიეფერები... თურმე რამდენი ძვირფასი ადამიანი გყოლია გარშემო? აი ვისი გულისთვის ღირდა ცხოვრება...აი ვისი გულისთვის ლოცულობდი და ღმერთს შესთხოდი მათ კარგად ყოფნას. მათ ყველას შენ სჭირდები... შენ ხარ მათი ჰაერი... ესაა შენი ცხოვრება და შენი ნამდვილი სიხარული... შენ მათ გამო მოხვედი ამქვეყნად. მთავარია მათ არ დაგივიწყონ...!
და შენ რწმუნდები,რომ იქ, უკან, აღარასოდეს აღარ დაბრუნდები. შენი ონლაინი – შენი ცხოვრებაა.
ხოლო ყველა ის მეგობარი და თუნდაც ის "ერთადერთი" ელვა, ვინც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაგახსენდა, ალბათ ისინიც შენსავით ზიან და მათაც შენსავით ახსენდებათ ერთად გატარებული ლამაზი დღეები...
ყველაფერი ასე მოხდება!
გრძნობა – მონატრებაა...! ან პირიქით...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев