–ცა შორია.. მაგრამ შენთვის, ჩემზე ახლოს არვინ არის...
ტვინს გიბურღავს საწადელი, როგორია სახე ჩემი?
წარმოდგენა წამალია – შენი სულის სიმშვიდისთვის...
იქ.. “სულების“ სამყაროში... ნუ ჩარჩები... ჩემთან მოდი...
სიზმრად მოვალ ვით ფენიქსი, კი არ დაგწვავ – დაგნელდები...
არც “შავ ჭისთვის“ გაგიმეტებ, ბედის ხიდზე გადმოგყვები...
სიკვდილს ზავი დაუდია უკვდავების სამყაროში,
არ გაგიშვებ, ჩემთან გტოვებ, ოცნებებში გამოგყვები...
მეუბნები “-შემიბრალე! -ბარაბაზე ცოდვილი გთხოვ.“
რატომ უნდა შეგიბრალო იქნებ ჩვენ გვაქვს რამ საბრალო?
ეს შენა ხარ სიყვარული და სიცოცხლის თვალსაზრისი,
შენ ხარ ნიჭი, შენ ხარ გმირი, შენ ხარ დიდი შემომქმედი!
ყოველღამე შენთან ვზივარ და შენს მუზებს ვეფერები...
შენს ოთახში, შენს კალთაში, შენს კისერზე გეკალმები..
ყურში ჩუმად ჩაგჩურჩულებ,“– მოგიტევე, შენთან ვრჩები!“
გამოცანა დამთავრდება, თუ მის პასუხს თავად ახსნი..!
ყველასა გვაქვს ეგოიზმის არასწორი ადათ–წესი,
სამუდამოდ ვისაკუთრებთ ვინც ჩვენ გვიყვარს განსხვავებით,
ეს შენა ხარ იღბალიანი რომლისკენაც მე ვიხრები,
წარსულივით წარუშლელი შენს მომავალს ვუხორცდები...
ამიტომაც გამოგცადე, სანამ ჩემთან დაგტოვებდი,
სულის სამყარო გიჩხრიკე შენგან ჩუმი ნაბიჯებით.
ყველა მხრიდან მოგიარე, შენში ყველა–ფერს ვეძებდი,
შენი სახე დავინახე, ლამაზიც და მოცინარიც,
გეკამათე, მაგრამ მაგ დროს ბოროტს შენში არ ვეძებდი,
მხოლოდ მაშინ დაგიჯერე, როცა ყვავებს ნიღაბს გლეჯდი...
მაპატიე... გადაგღალე... ცოტაც დარჩა წასაკითხი...
გადავწყვიტე სულ გამოვჩნდე, თვალის თვალში გასწორებით...
არც ყვავი ვარ, არც ფენიქსი, მე ვარ შენი აღმოჩენა!
შენს მუზაში გავშიშვლდები, შენი მუზის სიშიშვლე ვარ!..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев