Предыдущая публикация
გაზაფხული...
და მეც,
მერამდენე დილას
ვეგებები...
მინდა ცოდვებისგან, ასე
დაღალული...
გული დავიმშვიდო და
მზეს შევეგებო...
მოდი, ტკივილისთვის
მაინც გამიმეტე...
თორემ,
მარტო ყოფნით გული
გამისკდება...
წარსულს დასავიწყად
ისევ ვერ ვიმეტებ...
ისევ ვიხსენებ და აწმყო
მავიწყდება...
იქნებ, არც დილაა ისე
ცარიელი...
მე რომ მეჩვენება,
ახლა ჩემებურად...
შენთვის ვიმედობ და
გულს ვაცარიელებ...
შენთვის ველოდები
დილას ძველებურად...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев