რამდენი ადამიანია, რომელიც, უბრალოდ, დიდი ზომა ფეხსაცმლით დადის, აქვს ალკოჰოლის ლეგალურად ყიდვის უფლება, მაგრამ კაცი არ არის, არამედ – ბიჭი, რომელიც მამაკაცის სხეულით მოძრაობს. კაცის სამოსი არ არსებობს. კაცურობა შინაგანად უნდა მოდიოდეს. კაცობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, აღმოაჩინო ეს მიზეზები და ამით განაგრძო ცხოვრება, მთელი შენი არსებით. არ შეჩერდე მანამ, სანამ გულისცემა არ შეგიჩერდება.
როგორი კაცი უნდა იყო?
ეს მთლიანად შენზეა დამოკიდებული. ის კაცი უნდა იყო, რომელიც შენი შინაგანი სამყაროდან მოდის და უნიკალურ შესაძლებლობებს ამჟღავნებს. იყო ის, რაც ხარ, ნიშნავს, რომ სხვის ბილიკებს არ უნდა კვეთდე. მხარში უნდა ედგე იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგი უნდათ შენთვის. ეს ნიშნავს ბევრი უარის თქმას იმაზე, რაც არ მოგწონს, ბერჯერ დათანხმებას იმაზე, რაც გულში გიდევს, მაშინაც კი, როდესაც გონება ეწინააღმდეგება ამას. ეს ნიშნავს, იცოდე, რომ გონებამ შეიძლება მოგატყუოს, სხეულმა კი – არასდროს.იყო ის, რაც ხარ, ნიშნავს იყო შენი სამყაროს ადამიანი – თქვა ის, რასაც გააკეთებ და აჩვენო ის ძლიერი გადაწყვეტილებებითა და მოქმედებებით, მიდიოდე ბნელ გვირაბში საკუთარი შესაძლებლობებით. იყო ის, რაც ხარ, ნიშნავს აკეთებდე იმას, რის სისწორესაც გული და სხეული გიკარნახებს. ბიჭები აკეთებენ იმას, რაც მარტივია, კაცები კი იმას, რაც სწორია.კარგი კაცი იცნობს საკუთარ თავს, მან იცის რას წარმოადგენს და რა არის მისი მისია. მან საკუთარი ბნელი მხარეც იცის. კარგი კაცი სხვებს ექცევა ისე, როგორც უნდა,, რომ მოექცნენ მას. აღიარებს შეცდომებს და იცავს საკუთარ ღირებულებებს, როდესაც უტევენ.
კარგმა კაცმა იცის, თუ როგორ უყვარდეს. მას მთელი გულით უყვარს და იცის, რომ დაუცველობა სისუსტეს არ ნიშნავს, არამედ ესეც ძალაა. კარგი კაცი ამბობს სიმართლეს და სხვის სიმართლესაც სიამოვნებით იღებს, რადგან იცის, რომ ყველა ადამიანს თავისი ადგილი აქვს. კარგი კაცი ბედნიერია, რომ ცხოვრობს და იცის, რომ თავის მაქსიმუმს აკეთებს. ის არ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ წარსულის სინანულმა მოიცვას, არამედ – ცხოვრობს მომავლის იმედით, თუმცა აწმყოს ანიჭებს ყველაზე დიდ უპირატესობას. კარგი კაცი ყოველთვის უკეთესობისკენ მიილტვის.
კარგი კაცი დიდებული ადამიანია. სამყაროს კი, სჭირდება ბევრი დიდებული ადამიანი. ვერასდროს შეძლებ სხვის შეყვარებას, თუ საკუთარი თავი არ გიყვარს. პირველ ადგილას ყოველთვის სიყვარული დააყენე. არასდროს დაუხარო თავი სხვებს. ყოველთვის შეახსენე საკუთარ თავს, რომ ხარ ძლიერი, გაქვს საკუთარი ჭეშმარიტება და მიზნები.ყველანი ვცხოვრობთ იმისთვის, რათა გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. იყავი გულღია და გამოამჟღავნე ის სიყვარული, რაც შენშია. ამით სხვების სიყვარულს დაიმსახურებ. კი, ხანდახან ატკენ სხებს გულს, ზოგჯერ მარტოსულად იგრძნობ თავს, მაგრამ არ შეიზღუდო სიყვარული. კაცი, რომელსაც სიყვარული შეუძლია, უზარმაზარი ძალაა მსოფლიოსთვის. როდესაც გიყვარს მთლიანად, მთელი შენი არსებით, ვეღარაფერი შეგაჩერებს.ნამდვილი მამაკაცი ტალღის მწვერვალზეა. იცის, რომ ყველა უყურებს და მის საქციელს სხვებიც იმეორებენ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев