Предыдущая публикация
კაცი ამბობს, ვიცი ქალის ბუნება,
მე კი ვამბობ, მეგობარო ცდბი...
ქალის გული ამოიცნო რთულია,
ქალის გულის ყველას როდის ესმის.
კაცი ამბობს, ქალია და რა მოხდა,
ვაწყენინე...?! მაპატიებს ვიცი,
ქალის გულში ჩაიხედო რთულია
ქალის გული არ ივიწყებს ტკივილს.
კაცი ამბობს, ქალს აბა რას გაუგებ,
ისევ ცდები მეგობარო ისევ...
ქალის გულთან მიმავალი ბილიკი,
ვიწროა და ყველა ვერ გაუძლებს.
კაცი ამბობს, ო, ეს ქალი ქაჯია...
მაგრამ, ცდები მეგობარო ისევ,
იმ ქაჯობის ძალა თუ ვერ გაიგე,
უკეთესს შენ აბა რას გაიგებ.
ბევრი ამბობს, ქალია და სად წავა,
ო, რამხელა შეცდომაა იცი..?!
ყველაფერი გადამღლელი
ყოფილა...
ქალი წავა... ისე, არც დაგიცდის..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев