ხო..ნუ გიკვირს...მე მოვიტანე და მე დავრგე...
მე ვიზრუნე რომ შენი მარადიული განსასვენებელი გამელამაზებინა!...
შენ გგონია შორს ხარ?!...აბა რატომ მესმის შენი ხმა?...
შენ გგონია წახვედი და დაგივიწყე?! ...აბა რატომ ვწევარ ახლა დეკემბრის ყინვისაგან დამსკდარ მიწაზე?...
არა...არ მომწონს ეს სურათი...ამ ქვიდან უსიცოცხლოთ იმზირება,...შენ ბევრად უფრო ლამაზი თვალები გქონდა სინამდვილეში!!!
გუშინ
ღამე ძალიან ციოდა...მაპატიე, რომ ვერ მოვედი!...სამაგიეროდ დღეს
დავრჩები...დღეს დავიძინებ შენს გვერდით...ისე, როგორც ადრე იყო ხოლმე!
მიყვარხარ
და მაკლიხარ...ეს შენც იცი...ამ საფლავზე ამოსული თითოეული ბალახის ღერი,
თითოეული მიწის ბელტი უზომოდ მიყვარს...იმიტომ რომ შენ გიცავს
სიცივისგან დედი...შენ გათბობს...
ნუ მიშლი...არ წავალ....ისევ და ისევ მოვალ ხოლმე....წვიმაშიც, თოვლშიც, ქარშიც...
ნუ დამიშლი აქ მოსვლას!...მე ხომ აქ ყველაზე ახლოს ვარ შენთან ჩემო დედიკო


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4