
მეტად,
ჩემში მიყვარხარ გამეფებული,
და ამის შემდეგ აღარ ვარ
კენტად,
მყავხარ უზომოდ
გაღმერთებული.
უგზო-უკვლოა გრძნობა დიადი,
დღემდე არ ვიცი როგორ
მოვიდა,
არის ნაქროლი ზეცის ნიავი,
და უფლის ნებით ჩვენთან
მოფრინდა.
არ ვიცი ასე რად შემიყვარდი,
ახსნა არა აქვს ამ გრძნობის
ძალას,
შენახული მაქვს სწორედ ის
ვარდი,
და ჩვენი ბუდის კედლებში
ვმალავ.
არა,არ მახსოვს როდის
ვიცხოვრე,
უშენო თუკი წამიც მქონია,
მსურს გავიხსენო,მინდა
ვიცოდე,
მომაგონდება? არა მგონია.
ვერ შევამჩნიე რომ დედამიწა.
ჩვენს გარშემოა ,რბის და
ტრიალებს.
მე მხოლოდ შენთან ცხოვრება
მინდა,
მთელს ჩემს არსებას
გაგიზიარებ.
უკიდეგანო და უსაზღვრო ხარ,
ჩემი გულის და გონის
მპყრობელი,
ისე ძლიერი გრძნობით
მიყვარხარ,
დროც კი ვერ გვავნებს
დაუნდობელი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев