
თხოვდებოდა, ქმრის სახლში ცხოვრობდა
და მას და მის დედას ემსახურებოდა. ასე
მოხდა, რომ ერთი ქალი, გათხოვების
შემდეგ, ვეღარ უძლებდა დედამთილს.
გადაწყვიტა თავიდან მოეცილებინა.
ქალი მამის მეგობართან წავიდა,
რომელიც ბალახეულობებით ვაჭრობდა.
უთხრა:
- აღარ შემიძლია დედამთილის ატანა.
ჭკუიდან მშლის. თუ შეგიძლია დამეხმარე
და კარგად გადაგიხდი.
- რა შემიძლია შენთვის გავაკეთო? -
ჰკითხა ვაჭარმა.
- საწამლავი მომყიდე. მოვწამლავ
დედამთილს და ყველა უბედურებას
მოვიცილებ - უპასუხა მან.
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ვაჭარმა
უთხრა:
- კარგი, დაგეხმარები. ოღონდ ორ
წინადადებაზე უნდა დათანხმდე. პირველი,
შენ ვერ მოწამლავ დედამთილს
პირდაპირ, რადგან მიხვდებიან, რაც
მოხდა. მოგცემ ბალახს, რომელიც ნელ-
ნელა მოკლავს და ვერც ვერავინ ვერ
მიხვდება რა მოხდა. მეორე - შენი
სიბრაზე უნდა მოთოკო, რომ საბოლოოდ
აირიდო თავიდან ეჭვები. ისწავლე მისი
დაფასება, სიყვარული, მოუსმინე და
ამტანი უნდა იყო. მაშინ არავინ არ
მიიტანს შენზე ეჭვს, როცა იგი მოკვდება.
ქალი დათანხმდა, აიღო ბალახი და
დედამთილს საჭმელში უმატებდა. ამის
გარდა, მან ისწავლა თავის
გაკონტროლება, უსმენდა და აფასებდა.
როცა დედამთილმა დაინახა, თუ როგორ
შეიცვალა რძლის დამოკიდებულება,
გულით შეიყვარა იგი. ყველას უყვებოდა,
რომ მას საუკეთესო რძალი ჰყავდა, რომ
ასეთზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება.
ნახევარი წლის შემდეგ, მათ ძალიან
კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც
დედა შვილს.
ქალი ისევ მივიდა ვაჭართან და
ემუდარებოდა:
- ძალიან გთხოვ, გადამარჩენინე
დედამთილი საწამლავისგან, რომელიც
საჭმელში ჩავუყარე. არ მინდა მისი
მოკვლა. იგი ძალიან კარგი ადამიანია და
ძალიან მიყვარს.
ვაჭარს გაეღიმა და უპასუხა:
- ნუ ნერვიულობ, არანაირი საწამლავი არ
მომიცია შენთვის. რაც მოგეცი, უბრალო
სურნელები იყო. საწამლავი მხოლოდ
შენს თავში იყო, რომლისგან შენ თვითონ
გაინკურნე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4