Предыдущая публикация
გადაიზმორა ზეცა...
სული, მე, მისკენ გამექცა.
იქ შემეგება მთვარე,
ვთხოვე.-- მითხარი რამე!--
...მალე მოვაო მზეცა.
...როცა მე, მზე ვიხილე,
სხივები თვალში მეცა.
ჩვენ გავუღიმეთ ერთურთს,
სიტურფე--მზემ და მეცა.
მაგრამ სულს...
რაღა ვუყო?!
მეხი,რომ დაეცა...
არ მედგომება ზევით,
ვინღა ჩამომსვამს ქვეცა.
ან, გული, რაფერ უძლებს,
რაც ჭირად გადამექცა.
თ.რუხელი.
26.04.2015.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев