
მკერდიდან მოგლეჯილ პირმშოებს ტირიან,
უმანკო მზერიდან გაყინულ ცრემლამდე
უფლის სიყვარულის, საზღაურს იხდიან,
რძე არ შეშრობიათ ბაგეზე, ამ ჩვილებს,
მაგრამ ბოლო წამებს, წამებით, ითვლიან,
სამყარო იმსხვრევა, პატარებს ხოცავენ,
რა დროს სიჩუმეა ან რა დროს შიშია,
კაცთა უგულობას, უფალო ხომ ხედავ?
გესმის?
წამებულთა მამები ტირიან,
მიწაც და ცის კალთაც სისხლისგან გაწითლდა,
უფალო, ჩვილები, უდროოდ მიდიან,
ის რაც ჩვენ არ გვესმის, მათ უკვე ისწავლეს,
თუმცა ლაპარაკი ალბათ არც იციან,
მძიმეა ეს ჯვარი,
უფალო არ გესმის?
რადგანაც საზღაურს ბავშვები იხდიან,
რა დროს სიჩუმეა, ხმას რატომ არ იღებთ?
ვისაც გადარჩენა მათი შეგიძლიათ,
სამყარო ეხვევა წითელ მოსასხამში,
ეს ხომ დახოცილი ჩვილების სისხლია,
მკერდიდან მოგლეჯილ პატარებს ხოცავენ
და შვილთა საფლავებს დედები ტირიან...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4