
ყველას ჭირდები, გაღმერთებს ყველა,საოცარ ნიჭს ფლობ , მე ამის მჯერა...
სიბრძნეც იქ იდგა, ისმენდა ამას და ლაპარაკში სწრაფად ჩაერთო -
ნუ შესთავაზებ სიყვარულს თამაშს -ნუ დააპირებ მასთან გაერთო..
სიმდიდრეც აჰყვა საუბარს უცებ -უჩემოდ ძნელია მასთან შექცევა,
-მისი გულისთვის ყველაფერს უძლებ, მაგრამ ბოლოში იცის გაქცევა..
ტკივილმა ბრძანა:- პატივს ვცემ მე მას,რადგან ერთად ვართ ყველგან და მარად,
არ მეკითხება არასდროს რჩევას ,და მეც ჩემ საქმეს ვასრულებ წყნარად.
სიამაყე კი დგას თავის აზრზე: -მე კი ვერ ვიტან მაგ თქვენ სიყვარულს,
რადგან ყოველთვის მაბიჯებს თავზე ,რადგან ყოველთვის მწარედ ტკენს ჩემ გულს.
ბედნიერებამ დაიცვა მშობელი: -არვინ შეეხოს ცუდად სიყვარულს .
ის არის მეფე, გულისმპყრობელი -სულ თან გვატარებს მე და სიხარულს.
სითბო კი ამბობს:-ის ძალზედ ღრმაა -ზოგჯერ ბრუნვადი, ზოგჯერ კი ბრმაა
და როცა დააკლდა სიყვარულს სიტკბო -მე ვუწილადე მას ჩემი სითბო.
რწმენამ თავისთვის ჩუმად წარმოთქვა -მე მებრალება ვინც მას არ ეტრფის...
თუნდ ერთხელ მაინც! ნათლად გამოთქვა -მე შენ მიყვარხარ!-ვინმეს არ ეტყვის!
სიყვარულმა ითხოვა სიტყვა და სიმარტოვეს გასცა პასუხი:
აი ესა ვარ, რაც დღეს აქ ითქვა ზოგჯერ წიწაკა, ზოგჯერ ნაზუქი,
ადამიანის გულში ვსახლდები, დიდხანს არ მიყვარს არასდროს მე ცდა,
მაგრამ იცოდე უცებ გავქრები, თუ არ მაფასებს, თუ მაინც შეცდა...
სწარაფად დავტოვებ ყოველთვის იმ გულს, რომელშიც ჩნდება პატარა ბზარი,
მაშინ იხარე შენ სიმარტოვევ! მერე გახდება ის შენი მგზავრი."


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев