
ერთი წყვილი სულ ჩხუბობდა, მეორე კი - ყოველთვის მშვიდობაში და სიკეთეში ცხოვრობდა. ერთ დღეს ქალი ეუბნება ქმარს. - წადი ერთი გაიგე-რა, როგორ ახერხებენ ასე სიმშვიდეში ყოფნას! მივიდა კაცი მეზობლის სახლთან, გაყუჩდა ფანჯრის ქვეშ და დაიწყო ყურადღებით მოსმენა. აკვირდება - ყველაფერი თითქოს ისეა, როგორც მის სახლში. კაცი იდგა, იდგა ერთი საათი. ბოლოს წასვლა დააპირა და უცებ მსხვრევადი ჭურჭლის ხმა გაიგო. „აუჰ, ეხლა რა იქნება! - გულღრძოდ გაიფიქრა მეზობელმა. ქალმა ამოიხრა და სინანულით უთხრა მეუღლეს: - მაპატიე ძვირფასო, დამნაშავე ვარ. ვაზა მაგიდის კიდესთან დავდგი ახლოს. - რას ბრძანებ, საყვარელო, ეს მე ვარ დამნაშავე, ყურადღება ვერ მივაქციე. ...მოვიდა მეზობელი-კაცი სახლში და მეუღლე ეკითხება. - რა იყო?! ამდენ ხანს არ მოდიოდი. გაიგე რამე?! - ჰმ... გავიგე... - ჩაილუღლუღა ქმარმა. - და რაო? რა ხდება? - იქ ყველა დამნაშავეა. ჩვენთან კი ყველა - მართალი!.♥.⊰.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5