
და თუ სიცოცხლე უშენობით დაიღვენთება,
თუ შემოდგომის, უსასრულოდ, ნისლიან გზაზე,
მე სევდიანი მარტოობა დამებედება,
თუ, გაზაფხულზე, ოცნებები დარჩება წარსულს,
თუ სულის გულში მოლოდინი ამიცრემლდება
და თუ სიცოცხლე, ნაცოდვილარს, იმედს წამართმევს,
ჩემს ბილიკზე კი შენი სუნთქვა აღარ შემხვდება,
მაინც ვილოცებ, რომ იცოცხლო ძალიან დიდხანს,
იცი, ეს გული, შენთვის ლოცვით დამიბერდება,
მე შენი სუნთქვის სიხარული მართლა მჭირდება,
მინდა ვხედავდე, რომ გიხუტებს ბედნიერება,
მე შენ მიყვარხარ, ამ სიყვარულს თან გავიყოლებ,
თუ არ დამიშლი, დავანათლავ, ფურცელს ცრემლებად
და როცა შეწყვეტს, ჩემი გული, ამ მკერდში ძგერას,
მე დაგიტოვებ ამ სიყვარულს ნაცნობ ლექსებად.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев