
თუმცა, ამ სიყვარულის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, რამდენიმე თვეა რაც ქალაქი სალომესა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორებაზე ალაპარაკდა. ძველ შეყვარებულებს კი ახლა მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა აკავშირებთ. გიგის პირადშიც ცვლილებებია.
"კარგად და მშვიდად ვარ. მყავს შეყვარებული, მაგრამ არ მინდა მისი ვინაობის თქმა. ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი დაიწერა. მგონია, რომ ცოტა უინტერესო და ბანალური გავხდი. როდესაც ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდება და ქორწილი გვექნება, ისედაც ყველა გაიგებს, ვისზე ვარ შეყვარებული", - განაცხადა გიგიმ.
- სალომეს მეუღლესთან დაშორების ამბავი როდის გაიგე?
- ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა, ვიცოდი თუ არა ეს ამბავი. მაშინ გავიგე პირველად. არანაირი რეაქცია არ მქონია. არც მაქვს სურვილი, მათ შესახებ რამე ვიცოდე. მათი ცხოვრებით არ ვინტერესდები. რიგითი ადამიანი ვარ, რომლისთვისაც სულერთია - ერთად არიან თუ დაშორდნენ. კარგია, თუ არ დაშორდნენ, მაგრამ თუ დაშორდნენ, მე ეს არანაირად არ მეხება. ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც მე და სალომე დავშორდით და მას შემდეგ, ბევრი რამ მოხდა.
- „ფეისბუქზე" წერდნენ, ახლა სალომე და გიგი შერიგდებიანო. როგორ ფიქრობ, ეს შესაძლებელია?
- "ფეისბუქზეც" დაიწერა და ერთმა მეგობარმაც მკითხა, მართლა ერთად ხართო? ასეთი კომენტარები ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თითქოს ისეთი სიტუაციაა, რომ ვიღაცამ მიმატოვა, მე კი ვზივარ და ველოდები. ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება თქვან. ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და კარგად ვარ. მათ დაშორებასთან არაფერ შუაში ვარ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1