
ნ.წ-ს.
ფერი ეცვლება, როცა ბუნებას,
გაფერადდება,რომ ყველაფერი.--
შენს გულშიც მინდა სითბო ვიხილო
არ გადარდებდეს შენ არაფერი.
მალე გაზაფხულს ხომ ველოდებით.
კვლავ გვიბრუნდება ნაზი გუნება.
ასევე მინდა იმხიარულო
და მოგილოცო შინ დაბრუნება.
მე მიყვარს შენი ტურფა თვალები,
ლამაზი მზერა,შენი თითები...
თმების სურნელი შენი მხრებიდან
თითქოს მეყნოსოს თეთრი ტიტები.
მე მიყვარს შენი ფრიალა ტანი
და ფერდებიდან ნახატი ფეხი...
ყოველი თითი,ყოველი თათი
და გამოხედვა,ვით, მკრთობი, მეხი.
მე შენ მიყვარხარ,როგორც ყვავილი,
მიშა ხერგიანს, ცად, რომ უნახავს...
მოუწყვეტია ის მოფერებით,
და სამუდამოდ, რომ შეუნახავს.
თ.რუხელი.
26.02.2015.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев