
ზეცას შეხედეთ განათებულს და მოკამკამეს,
უფალი ღმერთი ჩვენს გულებშია დღეცა და ღამეც,
ხელი აღმართეთ, სამარადჟამოდ, ადიდეთ ღმერთი,
ნეტარი აბოც ამ სიცოცხლეშიც სიყვარულს ეტრფის.
და სიყვარული, ეს ხომ ღმერთია, თავად უფალი,
მისი რწმენა კი უმანკო და თავისუფალი,
ჭაბუკ არაბმა ეს შეგონება გულით გაიგო,
და იმქვეყნიურ სასუფევლისთვის სხვერპლი გაიღო.
მან დიდ გასაჭირს, წამებას და ტკივილს გაუძლო,
რჯული იცვალა და გულისკარი ერთ ღმერთს გაუღო,
მან საქციელი ჩაიდინა ქებად ქებული,
და აღასრულა ნება უფლის შეგონებული.
კვლავ განაბრწყინა საქართველო უფლისა ნებით,
და გაუმაგრა მიწაში ფესვი ამ ბებერ მუხას,
ამის გამო კი აიტაცეს ქებათა ქებით,
და მისი სული შეავედრეს ზეცაში უფალს
#ბარბარიკა💚


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев