Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
რემონტის დაგეგმვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ჭერის დიზაინის შერჩევაა. თუ გადაწყვიტეთ, რომ შეკიდული ჭერი თაბაშირ–მუყაოს გამოყენებით გააფორმოთ, გთავაზობთ დიზაინერების მიერ შემუშავებულ რამოდენიმე ნიმუშს, რომლებიც შემოსასვლელი ოთახის, ჰოლის ინტერიერს დაამშვენებს და ვიზუალურად სიმაღლესაც შემატებს – სახლის ირგვლივ პირველი შთაბეჭდილება ხომ სწორედ ჰოლში შებიჯებისას იქმნება! დიზაინისა და საჭირო მასალის არჩევანი ძალიან დიდია, მთავარია გადაწყვიტოთ, კლასიკურ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, თუ თანამედროვეს. ყურადღება მიაქციეთ ასევე ჭერისა და იატაკის ფერებისა და ფორმების შეხამებას.