



მზეს ნუ მადარებ, გული მაქვს მხოლოდ სითბოთი სავსე...
ნურც მთვარეს ნათელს თვალებიდან ელვარე სხივით...
ფიცის რომ მწამდეს, გამოვცლიდი ტრფიალის თასებს
და ვიფხიზლებდი შენს მახლობლად მიჯნურის ძილით.
გზად შორიახლოს დავხატავდი ატმების ჩეროს,
ბილიკს გავშლიდი საცალფეხოს შენამდე სავალს,
გულის კიდემდე მზის სხივებად აენთე, ჩემო...
ლოცვად ნათქვამი სიტყვებივით ჩუმად ნუ წახვალ!..
სიტყვა მომეცი უტეხი და არ მინდა ფიცი,
გულს დავაჯერებ ღამეებიც თენდება თითქოს...
როცა მზე ჩადის, გათენების მიზეზი იცი?
-სიყვარულისთვის საზღაურს ხომ არავინ ითხოვს?!
ავტორი: ნუცა' Nuca
დრო იტყვის სათქმელს...

წლის ყოველ თვეს თავისი ხე აქვს, რომელიც ბევრს გვიყვება ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებზე.
გაიგეთ რომელი ხე გფარველობთ თქვენ:
იანვარი – ვაშლის ხე
კეთილი, მსუბუქი და არაჩვეულებრივი გემოვნების პატრონი ხართ. შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს მოუსმინოთ და საქმიანი რჩევა მისცეთ. ამასთან იშვიათად საუბრობთ, მაგრამ მკაფიოდ. მოგწონთ ადამიანების დიდ კამპანიაში ყოფნა და გართობა. ამიტომაც, მარტო იშვიათად რჩებით, რადგანაც ადამიანები გენდობიან და თქვეთან ერთად დროის გატარება სურთ.
თებერვალი – ტირიფი
ყველა გამოწვევის გადალახვა შეგიძლიათ, რომელსაც ბედი გიწყობთ. სირთულეები თქვენს ცხოვრებაში არც ისე ცოტა იყო, მაგრამ გამკლავება შეძელით და არც სამყაროზე გაბოროტებულხართ. ოპტიმისტი ხართ და გჯერათ, რომ მიუხედავად ყ
- Like36
თითებზე დათვლილი გრძნობების არ მჯერა,
თვალების ცეცების აშლილი ვნებებით,
ბოლოჯერ ვიბრუნებ ღიმილებს ამჯერად,
რაც იყო არ ვდარდობ, მომავალს ვჯერდები.
და ხელებს რა ვუყო სითბო რომ შესცივდათ?!
დღეებს რომ ასტკივდათ ღალატის ცრემლები?!
ქუჩებში სავალ გზებს თუ აწვიმს ზეციდან?!
მივდივარ, გულიდან შენს ნაპირს ვეცლები..
ნუცა
/დრო იტყვის სათქმელს.../


სხვა ჯგუფებიდან ფოტოების მოპარვა და სახელების გადაშლა რამდენად მოსაწონი საქციელი გგონიათ ზოგიერთებს?
" არ ტეხავს" სხვისი ნაშრომის მითვისება და მერე facebook-ის რომელიმე ჯგუფში საკუთარი სახელით ატვირთვა?
ასეთ დროს იმაში მაინც დარწმუნდით ძველი სახელი საგულდაგულოდ გადაშალეთ თუ არა! ესაც ხომ ნიჭია, მაგრამ ნიჭიერი ამის კადრების ნაცვლად, საკუთარს შექმნის და საკუთარ აუდიტორიას შეცდომაში არ შეიყვანს. აი, ეს კი პატივისცემის გამოხატვაა სხვების მიმართ. ცოტა რომ დაფიქრდეთ ნამდვილად არ გაწყენთ!
- Like7
- როდის ჭირვეულობს ქალი?!..
- როცა მოაკლდება სითბო!..
არ სურს ბრილიანტი,ლალი-
ქალი ყურადღებას ითხოვს!
ქალი სამუდამოდ ნორჩი,
სულში ყვავილივით ნაზი...
მეტი სიყვარულით მოსდის,-
ცოტა ბუზღუნი და ბრაზი...
არვის ჩაახედებს გულში,
თუკი არ მიენდო სრულად.
ქალს ხომ დავიწყება უჭირს...
დარდი უხორცდება რთულად...
რატომ ბრაზდებაო ქალი?..
ვეღარ გაუგიათ კაცებს...
კარგად დააკვირდით თვალებს,
ყველა კითხვის პასუხ გამცემთ...
ოღონდ კითხვა უნდა შეძლოთ,
მზერის,საკუთარი ქალის...
ნუღარ დაიღლებით ახსნით,
რომ ის ერთადერთი არის!
რომ მას ვეღარავინ შეცვლის-
ოღონდ სიყალბე არ ნახოს!..
თორემ,ქალი-ქარი არის,
წავა,აღარ მოვა ახლოს!...
ია ნანეიშვილი
added January 14 at 11:50
added January 1 at 10:48
added November 30 2022 at 09:40
added September 28 2022 at 19:46
added September 25 2022 at 14:53
added August 28 2022 at 11:02
added August 6 2022 at 21:15
added June 21 2022 at 18:18
ზოგჯერ საჩუქარი უნდა გაუკეთო შენს ნერვულ სისტემას - მიაჯახუნო კარი და წახვიდე იქიდან, სადაც არ გისმენენ და არ გაფასებენ; თქვა რასაც ფიქრობ,ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე და უთქმელობის მძიმე ლოდი ჩამოიხსნა მხრებიდან. ჩაიცვა საუკეთესო სამოსი, რაც კარადაში გაქვს, ლამაზად გამოეწყო და შენ გემოზე მოილხინო, ისე, რომ ყველა სანერვიულო, პრობლემა და დარდი გულისა და ცხოვრების კარის მიღმა დატოვო, არასასურველი სტუმარივით.
ია კარგარეთელი
added April 24 2022 at 18:52
ქრისტე ,,აღდგა'' თუ ,,აღსდგა''...?
– აბა, დაფიქრდით და მითხარი, რამდენპირიანი ზმნაა - აღუდგინა?! - ვეკითხები ჩემს უკვდავ ხელმძღვანელს.
– სამპირიანი - დაუფიქრებლად (ცოტა გაბრაზებულიც) მპასუხობს ხელმძღვანელი - აღუდგინა მან, მას, ის (ვთქვათ, სიცოცხლე).
– მართალია, მაგრამ თუ სუბიექტი საკუთარ თავს დაეხმარა და აღუდგინა სიცოცხლე... ამას როგორ გამოვხატავთ?!
– აღუდგინა მან სიცოცხლე საკუთარ თავს..
– უფრო მოკლედ - არ ვეშვები.
– აღიდგინა სიცოცხლე..
– კიდევ უფრო მოკლედ?!
– აღიდგინა...
– სიცოცხლე სად წავიდა? ერთი სიტყვით უნდა სთქვა, ისე, რომ ჩანდეს, კაცმა საკუთარ თავს სიცოცხლე აღუდგინა. კაცმა სიცოცხლე აღიდგინა..
– აჰ, ერთი სიტყვით შეუძლებელია - ისევ მიწყრება ხელმძღვანელი.
– აღსდგა!
– აღდგა?
– ა
added April 12 2022 at 11:00
loading...
Show more